''ქალები დღეს'' - პროექტი აჭარის რეგიონში მცხოვრებ 16 დან 29 წლამდე ქალების პიროვნული და ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაიწყო. პროექტის ფარგლებში შერჩეული 60 მონაწილე პროფესიული უნარ-ჩვევების ასამაღლებელ ტრენინგ-კურსებს გაივლის.
ტრენინგებისთვის სპეციალურად გამოიყო თავისუფალი სამუშაო სივრცეები, რომლებიც კვირის დღეებში აჭარაში მცხოვრებ ქალებს საკუთარი იდეების განხორციელებისთვის უფასოდ დაეთმობა. პროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდები საზოგადოებრივი ინტერესებისთვის'' ორგანიზებით ტარდება.