კორონავირუსის მეორე ტალღის შესაკავებლად მსოფლიო ქვეყნები ზომებს ამკაცრებენ

26 სექტემბერი 2020, 15:46 4868 ნახვა

23 სექტემბრის მონაცემებით, ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტი კოვიდ ინფიცირებული ესპანეთში, კერძოდ კი მადრიდში გამოვლინდა, სადაც ამჟამად კარანტინია გამოცხადებული. კარანტინის ზონაში მცხოვრებ მოქალაქეებს საცხოვრებლის დატოვების უფლება, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში აქვთ.

Covid 19-ის დადასტურებული შემთხვევების მკვეთრი ზრდაა საფრანგეთშიც, ახალი შემთხვევების მატების მიუხედავად, მკაცრი კარანტინის რეჟიმი ხელმეორედ არ გამოცხადდა, მაგრამ აიკრძალა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება და 20:00 საათის შემდეგ ალკოჰოლის გაყიდვა. აუცილებელია 11 წელს მიღწეული პირებისთვის დახურულ და ღია სივრცეში ნიღბის ტარება.

იტალია, რომელიც მარტში ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში იყო, მეორე  ტალღის შესაკავებლად ახალი რეგულაციები აწესებს სავალდებულო ხდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოყენება.

გერმანიის მთავრობამ მხოლოდ ბავარიის პროვინციაში გაამკაცრა ზომები, რაც გულისხმობს ერთ სივრცეში შეკრებილი პირების რაოდენობის გაკონტროლებას და ნიღბების ტარების აუცილებლობას. აეროპორტში გაიტესტებიან ის პირები, რომლებიც წითელი ზონის ქვეყნებიდან ჩავლენ.

ბრიტანეთში COVID-19-ის გავრცელების შეკავებისთვის ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომელიც მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. ქვეყნის მაშტაბით 15 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია რესტორნები კი ვალდებული არიან მუშაობა 22:00 საათზე დაასრულონ. სავალდებულოა პირბადის ტარება. პირბადის ტარების რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა 200 ფუნტი სტერლინგით განისაზღვრება.

ისრაელის პრემიერ მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებით, ისრაელში 24 სექტემბრიდან სრული კარანტინი გამოცხადდა, რომელიც 10 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

თურქეთში ახალი რეგულაციის მიხედვით, პირბადის ტარება ყველგან სავალდებულო გახდა. ტრანსპორტში მგზავრების ფეხზე დგომა აიკრძალა.

სომხეთში კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინი 11 სექტემბერს გამოცხადდა 2021 წლის 11 იანვრამდე გახანგრძლივდება. საკარანტინო ვადის ამოწურვამდე, ქვეყანაში შესვლა იკრძალება სახმელეთო საზღვრიდან. კარანტინის პერიოდში პირბადის ტარება ღია და დახურულ სივრცეში კვლავ სავალდებულო იქნება.

კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 32 მილიონს გადააჭარბა. დაიღუპა 900 000-ზე მეტი ადამიანი, 25 მილიონი კი გამოჯანმრთელდა.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში