ეროვნული გვარდიის  ოცეული   აფრიკიდან სამშობლოში დაბრუნდა

26 სექტემბერი 2020, 12:03 888 ნახვა

ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკიდან სამშობლოში დაბრუნდა.  ოცეულმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მეხუთე როტაცია განახორციელა და  სამხედრო-საწვრთნელ მისიას ბაზა „უკატექსზე“ ასრულებდა.  ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება წარმოადგენდა. 

ეროვნული გვარდიის მეხუთე ნაკრები ოცეული მეექვსე ნაკრებმა ოცეულმა  ჩაანაცვლა. ჯარისკაცებს  მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს  თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში