რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ბერლინში საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ის კლინიკაში თვეზე მეტ ხანს მკურნალობდა. ნავალნი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ ალექსეი ნავალნიმ შესაძლოა, მომწამვლელი ნივთიერება თავადვე მიიღო.
„კარგი ვერსიაა. ჩემი აზრით, ყურადღებით შესწავლას იმსახურებს. სამზარეულოში თავად დავამზადე "ნოვიჩოკი". თვითმფრინავში წყნარად მოვწრუპე ბოთლიდან. ჩავვარდი კომაში“-წერს პოლიტიკოსი. კრემლი ნავალნის მოწამვლასთან კავშირს ამ დრომდე უარყოფს.