ხელვაჩაურში, ყოფილი ჩაის ფაბრიკის შენობაში მცხოვრები ოჯახები გამოსახლების პროცესის შეჩერებას ითხოვენ 

23 სექტემბერი 2020, 14:38 2267 ნახვა

აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გაიმართა. ხელვაჩაურში, სოფელ სალიბაურში ყოფილი ჩაის ფაბრიკის შენობაში მცხოვრებლები გამოსახლების პროცესის შეჩერებას ითხოვენ. ამბობენ რომ აქ უკვე 25 წელია ცხოვრობენ და სხვაგან წასასვლელი არ აქვთ.

აქციის მონაწილეებთან ერთად მთავრობის სახლთან პარტია "ქართული არჩევანის" თავმჯდომარე ბეჟან გუნავა მივიდა.

მოქალაქეებს თავდაპირველად აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე შეხვდა. რამაზ ჯინჭარაძე მათ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრას დაჰპირდა და განუცხადა, რომ შენობის პრივატიზება არ იგეგმება.

ყოფილი ჩაის ფაბრიკის შენობაში მცხოვრებლების აქცია მოგვიანებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შენობასთან გაგრძელდა. მოქალაქეებისგან დაკომპლექტებულ სამუშაო ჯგუფს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი შეხვდა. 

ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, ობიექტის გასხვისება არ იგეგმება. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი