იუსტიციის სამინისტროში უწყებათაშორისი კომისიის რიგით მეექვსე სხდომა გაიმართა. პოლიტიკურმა პარტიებმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად იმ დარღვევებზე იმსჯელეს, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში უკვე გამოვლინდა.
ევროპული საქართველოს წევრები პროტესტის ნიშნად სხდომას არ დასწრებია ოპოზიციაში წულუკიანის უწყების არ სჯერათ. რამდენიმე წლის განმავლობაში კომისიას თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა, წელს ამ პოსტს მისი მოადგილე იკავებს.