საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერებთან ერთად, გაერო-ს დაარსებიდან 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პანდემიის გამო ვირტუალურად გაიმართა.
ვიდეომიმართვაში სალომე ზურაბიშვილმა გლობალური ცვლილებების ფონზე კონფლიქტების მოგვარების ახალი ფორმების მოძებნის საჭიროებაზე, ჯანდაცვის, კლიმატისა და ინკლუზიური თანაცხოვრების დაცვის მნიშვნელობაზე ასევე, კულტურულად განვითარებულ საზოგადოებაში განათლებული მოქალაქეების როლზე ისაუბრა.