იგივე მოთხოვნით გამართეს აქცია სასტუმროს მფლობელებმა მესტიაში. ისინი ხელისუფლებას ბანკებთან შუამდგომლობას და ერთი წლით კრედიტების უპროცენტო გადავადებას თხოვენ. პროტესტის ნიშნად მათ გზა გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ წელს ეპიდვითარების გამო მესტიაში სეზონი ჩავარდა, საბანკო დავალიანებებს კი ვეღარ იხდიან. დაახლოებით ერთი თვის წინ ამავე მოთხოვით საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ხელისულებას წერილით მიმართეს, თუმცა კონკრეტული პასუხი როგორც წერილის ავტორები აცხადებენ, ვერ მიღეს. მესტიის მერი აქციის მონაწილეებს წერილობით პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებით პასუხობს, რომლის მიხედვითაც მცირე და საშუალო სასტუმროებისთვის თანადაფინანსების ვადა 12 თვემდე გაგრძელდა. ეს შეთავაზება აქციის მონაწილეებისთვის მიუღებელია, ირწმუნებიან, რომ ისინი საბანკო დავალიანებას თანადაფინანსებითაც ვერ გადაიხდიან.