ხულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქალთა ორგანიზაცია დაფუძნდა. ორგანიზაციაში ამ ეტაპზე 250 ქალია გაწევრიანებული. პრეზენტაციაზე ისაუბრეს ქალის როლზე და მათი პოლიტიკური მოღვაწეობის აუცილებლობაზე.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების კანდიდატებიც, რომლებმაც ორგანიზაციის წევრებს თავიანთი საარჩევნო გეგმები გააცნეს.