ლიფტის ჩამოვარდნისას დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა

13 სექტემბერი 2020, 20:16 1724 ნახვა

თბილისში თემქაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩავარდა, რომელშიც ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ერთ-ერთი საავადმყოფოში რჩება და არსებული ინფორმაციით მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, სხვა დაშავებულები უკვე სახლში გაწერეს.

კორპუსის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ლიფტი დიდი ხნის განმავლობაში იყო გაუმართავი და გამოთიშული იყო, შემდეგ კი მათი ინფორმაციით იგი თვითნებურად ჩართეს. ამხანაგობამ ერთი თვის წინ მიმართა გამგეობას ლიფტის შეკეთების მოთხოვნით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მომავალ კვირაში უნდა შეეკეთებინა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში