კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული რეგულაციების მაქსიმალურად დაცვისაკენ მოუწოდებს მოქალაქეებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი.
ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ვირუსის შეკავება აღარ მოხდება იმ შემზღუდავი ღონისძიებებით, რაც გაზაფხულზე საქართველოს მთავრობამ დააწესა. მისივე თქმით, ახლა საზოგადოებამ ამ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება უნდა ისწავლოს და სამედიცინო სექტორთან ითანამშრომლოს.