პოლიტიკური შოუ არ გამოვა- გიორგი მანველაძე

12 სექტემბერი 2020, 18:00 1607 ნახვა

„ქართული ოცნების“ ბათუმის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი მანველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა აქვს ინფორმაცია იმის შესახებ რომ მთავრობის ადმინისტრაციიდან დარღვევების გამო გაშვებული კონკრეტული პირი, რამდენიმე მეგობართან ერთად პოლიტიკური შოუს დადგმას აპირებს, თითქოს „ქართული ოცნების“ რიგებს ტოვებენ, 

„აჭარის „ქართული ოცნების“ პარტიის ორგანიზაციაში გვაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციიდან მძიმე ადმინისტრაციული დარღვევების გამო გაშვებული კონკრეტული პირი, თავის რამდენიმე მეგობართან ერთად, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ აპირებს პოლიტიკური შოუს დადგმას, თითქოს „ქართული ოცნების რიგებს“ ტოვებენ. ისინი ამით ცდილობენ, ჩვენთან პრობლემების არსებობის ყალბი ილუზია შექმნან. მათ ასევე ჰქონდათ მცდელობა, ჩვენ რიგებში მოესყიდათ ადამიანები, გადაეხადათ მათთვის საკმაოდ სოლიდური თანხა და სანაცვლოდ ეს ადამიანები თავიანთ სცენარში გამოეყენებინათ, რაზეც მიიღეს უარი და შესაბამისად, ჩვენც მივიღეთ ეს ინფორმაცია. ვაფრთხილებთ ყველას, მოვახდენთ ყველა იმ სუბიექტის ლუსტრაციას, ვინც ასეთი ბინძური მეთოდებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ეცდება“, – გიორგი მანველაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი