გიორგი ვაშაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთ წევრის, სერგო ჩიხლაძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრში გადაგზავნილია ასევე იმ ადამიანების სია, რომლებსაც გარკვეული კონტაქტი ჰქონდათ თაკო ჩარკვიანთან,რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
თაკო ჩარკვიანი ვარაუდობს, რომ მისი ინფიცირების წყარო დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილია.