ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა 3 000 საწოლი სრულ მზადყოფნაში იყოს

11 სექტემბერი 2020, 15:52 1838 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროს დაავალა უახლოეს დღეებში სრულ მზადყოფნაში იყოს 3 000 საწოლი, რათა კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობის ზრდის შემთხვევაში, სწრაფი და ეფექტიანი მკურნალობა იყოს შესაძლებელი.

„როდესაც ვამბობთ, რომ პანიკის არანაირი საფუძველი არ გვაქვს, ვგულისხმობთ იმას, რომ ბოლო 5-6 თვე ჩვენ გამოვიყენეთ, რთა ყველა ის სისტემა, რომელიც ჩართულია სრულად ეპიდემიის მართვაში, როგორც მენეჯმენტში, ლოჯისტიკაში, ასევე ჰოსპიტალური სისტემის მართვაში, ეპიდემიოლოგიური ან კლინიკური მიმართულებით, დღეს არის აბსოლუტურად სხვა ფორმატში და სხვა მდგომარეობაში. მაგალითად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას, მარტიდან ეპიდემიოლოგები საქართველოში ახერხებდნენ დღეში დაახლოებით 200 ტესტის გაკეთებას. დღეს ქვეყანაში უპრობლემოდ საშუალოდ 8 ათასი „პისიარ“ ტესტი კეთდება. ზუსტად, უახლოეს პერიოდში ეს რაოდენობა გაიზრდება 10 ათასამდე, თუ საჭირო იქნა, შემდგომ უკვე ამ რაოდენობის გაზრდის პერსპექტივაც არსებობს.

ჰოსპიტალურ სისტემაში უკვე ყველა პრევენციის მექანიზმი, „112“, პირველადი ჯანდაცვის რგოლი, შემდგომ კარანტინი, გამოვლენა, ჰოსპიტალი, ეს სისტემა უკვე მუშაობს საათივით და აქ არანაირი შეფერხება არ იქნება“, – განაცხადა გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი