საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11 სექტემბერი 2020, 10:01 3434 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის გვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ინფიცირებულთა რაოდენობა 1917 გახდა. 

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 20-ით გაიზარდა და 1354-ს შეადგენს. 

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390 პირი.

87-დან რამდენი შემთხვევა გამოვლინდა აჭარაში მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში