პირველივე სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში უნდა ავკრიფოთ 112 და მივმართოთ ექიმს - გიორგი გახარია

10 სექტემბერი 2020, 12:08 1281 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს თვითმონიტორინგის ხარისხის გაძლიერებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ პირველადი სიმპტომების გამოვლენისთანავე 112-ს უნდა მიმართონ. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მისივე თქმით, ვირუსთან ადაპტაცია და ვირუსის სწორი მართვა არის გასაღები იმისთვის, რომ საჭირო არ გახდეს მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვების შემოღება.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ გააძლიეროს თვითმონიტორინგის ხარისხი. როგორც კი ჩვენ პირველად სიმპტომებს ვიგრძნობთ პირველ რიგში უნდა ავკრიფოთ 112, მივმართოთ ექიმს და გარწმუნებთ, ამის შემდეგ პრობლემა არ იქნება. ჯანდაცვის სისტემა გადადგამს ყველა ნაბიჯს, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, თუმცა ყოველდღიური ელემენტარული წესები, პირბადის ტარება, დისტანცია, ის ნორმებია, რომლებიც სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდი ჩვენთან ერთად იქნება და როგორც ყოველთვის ვამბობდით, ვირუსთან ადაპტაცია, ვირუსის სწორი მართვა არის გასაღები იმისთვის, რომ არ მოგვიწიოს, არც ერთ შემთხვევაში მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვების შემოღება და ჩვენი ეკონომიკის გაჩერება და მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას, ისევე როგორც, პოლიტიკურ პროცესს,“ - განაცხადა პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში