ბათუმში ობიექტების შემოწმების პროცესს ხვალიდან პირად კონტროლზე ავიყვან - ბექა ფერაძე

09 სექტემბერი 2020, 13:44 1993 ნახვა

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით ხვალიდან ბათუმში ინსპექტირება ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელდება.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალ უშუალოდ გავუწევ კოორდინაციას და გავემგზავრები ბათუმში, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში მოვახდენთ ინსპექტირებების განხორციელებას და პირად კონტროლზე იქნება აყვანილი ეს პროცესი, იმისთვის, რომ ბათუმში ფიქსირდება მომატებული კოვიდინფიცირებულების რაოდენობა და მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი კონტროლზე იქნას აყვანილი"-განაცხადა ბექა ფერაძემ.

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, დღეის მდგომარეობით შემოწმებულია 1500-მდე სკოლა, საიდანაც 614 სკოლას სწავლის განახლების უფლება მიეცა.

„სკოლების შემოწმება გრძელდება, დღეის მდგომარეობით შემოწმებულია 1500-მდე სკოლა, საიდანაც 614 სკოლაზე გავეცით ნაბართვა, ვერ დააკმაყოფილა 81-მა, დანარჩენი კი შემოწმების პროცესშია და ველოდებით გარკვეულ დოკუმენტაციას, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღოთ.

ასევე შემოწმებულია 10-ზე მეტი უნივერსიტეტი საიდანაც ნაბართვა თითოეულ მათგანზე გაცემულია და პროცესი მიმდინარეობს“,- განაცხადა ბექა ფერაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში