სკოლებში საზეიმო ღონისძიებები გაუქმდა 

09 სექტემბერი 2020, 12:22 1551 ნახვა

კორონავირუსის პრევენციის გამო, სკოლებში საზეიმო ღონისძიებები გაუქმდება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. 

საქართველოში სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბერს იწყება, გამონაკლისისა მხოლოდ ბათუმი და ქობულეთი, სადაც მოსწავლეებს სწავლის განახლება კვლავ ონლაინ რეჟიმში მოუწევთ. 

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ გაახმოვანა. 

ბოლო პერიოდში აჭარაში ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება. ბოლო 24 საათში რეგიონში კორონავირუსი 25 მოქალაქეს დაუდასტურდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში