ხვალიდან ქორწილები, ქელეხები და იუბილეები როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში იკრძალება

09 სექტემბერი 2020, 12:09 10895 ნახვა

ხვალიდან ქორწილების, ქელეხების, იუბილეების გადახდა როგორც დახურულ ისე ღია სივრცეებში აიკრძალება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

"სოციალური ღონისძიებები ქორწილები, ქელეხები, იუბილეები და სხვა ღონისძიებები ეპდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ხვალიდან ეს ღონისძიებები აიკრძალება. ვუბრუნდებით ფაქტიურად იმ შეზღუდვას, რომელიც აქამდე არსებობდა, ქორწილები, ქელეხები, იუბილებიი  კიდევ ერთხელ ვიმეორებ აიკრძალება. ეს შეზღუდვა დახურულ სივრცეშ ისედაც მოქმედებს, თუმცა ხვალიდან ის გავრცელდება ღია სივრცეებზეც

რეგულაციების შეუსრულებლობაზე იქნება სანქციები. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად წესები დაიცვან. გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ატარონ პირბადეები, დაიცვან დისტანცია.

პირბადეების მოთხოვნის შესრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რაც მკაცრად იქნება გაკონტროლებული სახელმწიფო უწყებების მიერ და აღსრულების კონტროლი გამკაცრდება" - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში