ბათუმის სამშობიარო სახლის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ - კოვიდის ახალი კერები აჭარაში

09 სექტემბერი 2020, 11:21 2821 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ხუთი სამშობიარო სახლს უკავშირდება.  საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით,  აქედან სამი ადმინისტარციის თანამშრომელია, ორი კი მედპერსონალი.

ჯამში 10-ამდე პაციენტის ინფიცირების წყარო კი ამ დრომდე დაუდგენელია.

"გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში დადასტურდა 25 ახალი შემთხვევა, მათ შორის ე.წ "ხოფის" სავაჭრო ცენტრს უკავშირდება 7 შემთხვევა ეს არის 2 თანამშრომელი და 5 დადასტურებულ შემთხვევის ოჯახური კონტაქტი, ასევე იუსიტიციის სახლის დადასტურებული შემთხვევის 3 ოჯახური კონტაქტი, დანარჩენი გახლავთ ერთეული შემთხვევები, მათ შორის ერთი სამშობიარო სახლის თანამშრომელია. ყველა ამ შემთხვევებზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა და შესულია ეპიდემიოლოგთა ჯგუფი.

ბათუმის სამშობიარო სახლში დადასტურებული შემთხვევა "დონას" კლასტერს მიეკუთვნება. სამშობიაროში ამ დროისთვის არ არის არც ერთ მელოგინე და ახალშობილი, სამშობიარო არ ფუნქციონირებს დანიშნულების მიხედვით. იქ მხოლოდ იყვნენ თანამშრომლები და ახლა მიდის ორგანიზებულად მათი ტესტირება.

ბათუმის სამშობიარო სახლს ფუნქციონირება კონტიგენტის არარსებობის გამო აქვს შეჩერებული. იქ არც მელოგინე და არც ახალშობილი იმყოფება, ყველანი იყვნენ გაწერილი. იქ კონტიგენტი ისედაც ძალიან მცირეა.

"ხოფის" ბაზრობა არ გაიხსნება სანამ იქ ტესტირება არ დამთავრდება. იუსტიციის სახლში ყველა ტესტირებული პირის პასუხი უარყოფითია, ასე რომ იუსტიციის სახლი გააგრძელებს ფუნქციონირებას. ტესტირება ჩატარდება გარემოს დაცვის ინსპექციაშიც, იქ კონტიგენტი მცირეა. შემოსავლების სამსახურში დადასტურებული ახალი შემთხვევები გეგმიური კვლევისას გამოვლინდა.

გადაცემის რისკები მომატებული არის, რაც მოჰყვა რეგულაციების დარღვევას. მე ვგულისხმობ სატრანსპორტო საშუალებებში გადაადგილების დრო დარღვევებს, საჯარო სივრცეებში შეკრებას. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც დადგენილ ნორმაზე მეტი ადამიანი იყრიდა თავს. ამ ყველაფერმა მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე. ჯერ-ჯერობით ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება" - განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში