შუახევში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა

03 სექტემბერი 2020, 23:43 16943 ნახვა

შუახევში, სოფელ ხაბელაშვილებთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც გზაზე მოძრავი ავტომანქანა, სავარაუდოდ, მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში, დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.  მომხდარის შედეგად, 3 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი - დაშავდა.

დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე მალევე გამოიყვანეს, რის შემდეგაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. გარდაცვლილთა შორის 2 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო და საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახური ავარიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი