შავი ზღვის სანაპირო ზოლზე აგვისტოში მაშველებმა 170 მოქალაქე გადაარჩინეს

01 სექტემბერი 2020, 15:09 1212 ნახვა

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე აგვისტოში მაშველებმა 170 მოქალაქე გადაარჩინეს. მათ შორის 4 ბალიანი შტორმის დროს - 23. გადარჩენილებს შორის 48 არასრულწლოვანია - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მაშველებმა სანაპირო ზოლზე დაკარგული 38 ბავშვი იპოვნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ - დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს.

"არ შეხვიდეთ წყალში შტორმის დროს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში და ნაბახუსევზე. არ დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ"- აცხადებენ საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში