თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი დღეს სახალხო დამცველს შეხვდება. ნინო ლომჯარიას მათ ინფორმაცია ოჯახის მიმართ თვალთვალისა და მუქარის შესახებ უნდა მიაწოდონ. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ექსპერტიზით, რომელიც ბაჩალიაშვილს ავტომობილს გუშინ ჩაუტარდა, ბევრი რამ დადასტურდება.
მანქანის დათვალიერებამ ოჯახს დამატებითი კითხვები გაუჩინა - რატომ არ ჰქონდა ახალგაზრდა ქალს გადაადგილებისას კონდიციონერი, რამ დააზიანა ავტომობილის ნაწილი და სად გაქრა მეხსიერების ბარათი, რომელსაც თამარ ბაჩალიაშვილი, გასაღებთან ერთად, მუდმივად დაატარებდა. ადვოკატი არც იმას გამორიცხავს, რომ, საგამოძიებო პროცესების გაჭიანურების გამო, ოჯახმა საპროტესტო აქციები განაახლოს.