გერმანელი ექიმები: ალექსეი ნავალნი მოწამლულია

25 აგვისტო 2020, 09:32 1202 ნახვა

ბერლინის საუნივერსიტეტო კლინიკის ინფორმაციით, სამედიცინო გამოკვლევები მიანიშნებს, რომ ალექსეი ნავალნი, „როგორც ჩანს მოწამლეს“. ნივთიერება, რომლითაც ნავალნი მოწამლეს, ქოლინესთერაზას ინჰიბიტორების ქიმიური პრეპარატების ჯგუფს განეკუთვნება, თუმცა ზუსტი ნივთიერება ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.

პაციენტი რეანიმაციაში რჩება და კვლავ ხელოვნურ კომაშია. 20 აგვისტოს, როდესაც ალექსეი ნავალნი ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, ცუდად გახდა, ამიტომ თვითმფრინავი ქალაქ ომსკში იძულებით დაეშვა. მოგვიანებით, ნავალნი ბერლინში სამკურნალოდ გადაიყვანეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი