თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, მე-19 გარდაცვლილი პაციენტი სახლში მკურნალობდა და მას ასევე covid-19-ით ინფიცირებული და უვლიდა.
მარინა ეზუგბაიას თქმით, დაავადება თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, თუმცა მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობამ ცხიმოვანი ემბოლია გამოიწვია, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.
ინფიცირების პირველწყარო ლენჯერს უკავშირდება. კორონავირუსი დადასტურებული აქვს გარდაცვლილის ოჯახის კიდევ სამ წევრს.
„დაგვემატა მე-19 გარდაცვლილი. ამ პაციენტს აღენიშნებოდა მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა, იყო ჭარბწონიანი, ამ პრობლემების გამო, ძალიან დატვირთული ფსიქოემოციური სფერო, პაციენტი მეთვალყურეობდა ბინაზე, მას უვლიდა მისი და, ასევე კოვიდინფიცირებული. მათი მეთვალყურეობა ხდებოდა ჩვენ მიერ. უშუალოდ მე მქონდა კომუნიკაცია პაციენტის დასთან და დღის განმავლობაში რამდენჯერმე გვქონდა საუბარი.
დაავადება ორივესთან თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, მაგრამ განვითარდა ცხიმოვანი ემბოლია, როგორც ახასიათებს ასეთ მოტეხილობებს და პაციენტი გარდაიცვალა ამ მიზეზის გამო“, – განაცხადა ეზუგბაიამ.