გურიაში უამინდობისა და დიდი თოვლის გამო, მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება - საქართველოს რკინიგზა

23 თებერვალი 2025, 11:42 279 ნახვა

გურიაში არსებული უამინდობისა და დიდი თოვლის გამო, მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

„კერძოდ:

24 თებერვალი – ოზურგეთი-თბილისი;

24 თებერვალი – ბათუმი-ოზურგეთი;

24 თებერვალი – რიონი-ქუთაისი-რიონი.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მიმავალი მგზავრები, ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე მგზავრობენ. ხოლო რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე მგზავრობენ საგარეუბნო ელექტრომატარებლებით, რომელთა გრაფიკი მორგებულია თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის განრიგს.

შესაბამისად, 24 თებერვალს ოზურგეთი-თბილისის სამგზავრო რეისის გაუქმების შედეგად უქმდება რიონი-ქუთაისი-რიონის ელექტრომატარებელიც.

საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ“, - აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში