ფესტივალი „გიზ-გიზი“

23 თებერვალი 2025, 14:52 87 ნახვა

მესტიაში ფესტივალი გიზ-გიზი გრძელდება. დღესაც დაგეგმილია გასართობი მუსიკალური ღონისძიებები. ადგილობრივ და საერთაშორისო მოგზაურებს სვანური ტრადიციული და გათანამედროვებული კერძების დაგემოვნება შეეძლებათ.
აგრო ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივი მეწარმეები საკუთარი პროდუქტების გაყიდვას შეძლებენ.  ფესტივალის მთავარი ნაწილი 16 საათიდან დაიწყება. ორგანიზატორი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა. მეორე წელია  ფესტივალი  ოთხივე ზამთრის კურორტზე იმართება და მიზანი   ზამთრის კურორტების პოპულარიზაცია და საერთაშორისო ტურიზმის განვითარებაა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში