საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა 

25 აგვისტო 2020, 10:31 1711 ნახვა

საქართველოში კორონავირუსს კიდევ ერთი, მეცხრამეტე პაციენტი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. 

ამ დროისთვის საქართველოში სულ  1429 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1150-ს შეადგენს.

დღეს, 25 აგვისტოს ქვეყანაში კოვიდინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში