საქართველოში კორონავირუსით მე-18 პაციენტი გარდაიცვალა. მონაცემები სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტი მცხეთის ცხელების ცენტრში მკურნალობდა.
უახლესი მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 1421 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 1137-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში 7005 - სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 255 მოქალაქე იმყოფება.