სამივე დაშავებულს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნება - ლევან რატიანი

24 აგვისტო 2020, 11:50 1395 ნახვა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის განცხადებით, შატილში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული სამივე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ორ მათგანს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება, მესამე კი რეანიმაციულ განყოფილებაშია.

​''კლინიკაში ავარიის ადგილიდან სამი ახალგაზრდა ქალი შემოიყვანეს, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის კრიტიკული. ორის განსაკუთრებით. აღენიშნათ უარყოფითი დინამიკა, დაეწყოთ შინაგანი სისხლდენა და პაციენტები სასწრაფოდ საოპერაციოდ შეიყვანეს, ოპერაცია ამ წუთებში მიმდინარეობს. ​სამივე მათგანთან არის სიცოცხლისთვის შეუსაბამო ტრავმები. ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნარჩუნდება მედიკამენტების გზით'' - უთხრა ჟურნალისტებს ლევან რატიანმა.  

შატილში ავარიის დროს 17 ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი