ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 20-ით გაიზარდა.
"15 ახალი შემთხვევიდან 4-ის ინფიცირების წყარო არის ლენჯერი, 6-ის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევებთან, 3 პაციენტი არის დადასტურებული შემოტანილი, ანუ იმპორტირებული და 2-ზე გრძელდება დაკვირვება კონტაქტებისა და წყაროს დასადგენად.
კოვიდ ცენტრებში ბოლო მონაცემებით მკურნალობს 240 დადასტურებული შემთხვევა. 6 პაციენტი მათ შორის კრიტიკულად მძიმეა, მძიმეა 23, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია"-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.