ბაჩალიაშვილის საქმე - პროკურატურის თანამშრომლის მიერ შესაძლო გადაცდომის ფაქტზე შემოწმება დაიწყო

13 აგვისტო 2020, 18:01 1046 ნახვა

თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ხვალ შეხვდება. ბაჩალიაშვილის დედამ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფნისას პროკურორ მაია გოგორელიანის მხრიდან მისი დაბულინგება ხდებოდა. თამაზაშვილის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მას გენერალურ პროკურორთან კითხვები ექნება.

მისივე განმარტებით, პროკურორს აინტერესებდა, თუ როგორ მოხვდა ერთ-ერთ ჟურნალისტთან მედიაში გავრცელებული წერილი, რომელიც შესაძლოა, თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნოდეს. თეონა თამაზაშვილის განცხადების საფუძველზე, პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში პროკურორის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი