“ბათუმის ბიუჯეტში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები შეუფერხებლად განხორციელდება” - ბათუმის მერია

13 აგვისტო 2020, 15:00 1836 ნახვა

2020 წლის გეგმით, ბათუმის ბიუჯეტში შემოსულობები 172 000 000 ლარით იყო განსაზღვრული, ცვლილების შემდეგ კი ეს მაჩვენებელი 158 მილიონ ლარამდე შემცირდება.

ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ედნარ ნატარიძის ინფორმაციით, ბიუჯეტს მნიშვნელოვანი ნაწილი კულტურული და სპორტული ღონისძიებების ხარჯზე მოაკლდა, რომელიც დაგეგმილი იყო და პანდემიის გამო ვერ განხორციელდა.

"შემცირდა კულტურული, სპორტის , განათლების მიმართულებები, ადმინისტრაციული, საოფისე, მატერიალურ ტექნიკური ხარჯები, სპეცტექნიკების შეძენა და რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტები გადაიწია მრავალწლიან შესყიდვებში.

სოციალური პროგრამები არ შემცირებულა, ჯანდაცვის პროგრამებში შევიდა კორექტირება არა ფინანსური რესურსის არარსებობის, არამედ პანდემიის გამო. რამდენიმე პროგრამა ონლაინ რეჟიმით ტარდება, რამაც ასევე ფინანსური რესურსი დაზოგა.

პარალელურად ბათუმის ბიუჯეტი 10 მილიონ 300 ათასი ლარით აჭარის მთავრობიდან მიღებული ტრანსფერით შეივსო. მიღებული თანხა მიმდინარე პროექტების შეუფერხებლად გაგრძელებისა და ახალი პროექტების დაწყებას მოხმარდება"- განაცხადა ედნარ ნატარიძემ.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, შენარჩუნდება ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი. მათ შორის ბათუმის სხვადასხვა უბანში სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია, გონიო-კვარიათში ზღვისპირა ბილიკის მონაკვეთის რეაბილიტაცია, ცენტრალური პარკის გარე განათების მოწყობა. გზის პრობლემურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის დაგება. სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ასევე, ბათუმის მერიამ მიმართა საქართველოს მთავრობას მუნიციპალიტეტის 2020 წლის სასესხო ვალდებულებების მომდევნო 2 წელზე გადანაწილებისთვის, საურავების დარიცხვის გარეშე, რაზედაც მიიღო თანხმობა რაც ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი