ეკომიგრანტ ოჯახებს საცხოვრებელი ბინები დაურეგისტრირეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის „ ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ ფარგლებში თითოეულ ოჯახზე 25 000 ლარი თანადაფინანსებაა გათვალისწინებული. მეწყერსაშიშ ზონებში მცხოვრებმა 10-მა ოჯახმა რეგისტრაციის პროცედურა ოფიციალურ პირებთან ერთად იუსტიციის სახლში გაიარა.
პროგრამის საერთო ბიუჯეტი 2 800 000 ლარია. მიმდინარე წელს თანადაფინანსებით საცხოვრებელი 24-მა ოჯახმა შეიძინა, 8-ს კი თანხმობა აქვს მიღებული.