ბელარუსის პრეზიდენტი პროტესტს “გარეშე მტრების” პროვოკაციად აფასებს

10 აგვისტო 2020, 18:36 1551 ნახვა

მინსკში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გასულ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. „დოიჩე ველეს” ინფორმაციით, არიან დაკავებულები და დაშავებულები. მედიის ცნობით, ბელარუსში უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. „დოიჩე ველეს” ცნობით, სამართალდამცველებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა ბრესტში, ვიტებსკში, მოგილევოში.

შეგახსენებთ, ეგზიტპოლის მონაცემებით, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80-%-მა მისცა ხმა. მის მეტოქეს, სვეტლანად ტიხანოვსკაიას კი – 10%-მა. პროტესტთან დაკავშირებით, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსში მაიდანის ანალოგი არ იქნება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი