დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, თუ მოსახლეობა დადგენილ წესებს არ დაიცავს მკაცრი შეზღუდვების დაწესება სხვაგანაც მოუწევთ.
"ეს არის ის შემთხვევა, როცა კორონამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ ის არსად წასული არ არის და თუ ყველა წესს არ დავემორჩილებით შემდეგ იძულებულნი გავხდებით, რომ ასეთი შემზღუდავი ღონისძიებები განვახორციელოთ.
ერთადერთი რაც შეიძლება მოვუწოდო მათ ვინც ახლა სვანეთში არიან, ნიღბის ტარება დახურულ სივრცეებში, დისტანციის დაცვა ღია სივრცეებშიც.
თუ თითოეული ჩვენგანი ყველგან, სადაც ვართ არ დავიცავთ წესებს, სამწუხაროდ ეს მოსალოდნელი იქნება სხვაგანაც.
თბილისში არის აღმოჩენილი სოფელ ლენჯერში 2 დღის წინ დადასტურებულ შემთხვევასთან კავშირში მყოფი 5 შემთხვევა"-განაცხადა პაატა იმნაძემ.
დღეს მესტიაში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა რის გამოც, დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვა ამოქმედდა.