11 მილიონ 600 ათასი ლარით მცირდება აჭარის ბიუჯეტი. კორექტირებული ბიუჯეტის პროექტს უმაღლესი საბჭო რამდენიმე დღეში დაამტკიცებს დღეს კი დეპუტატები საფინანსო კომიტეტის სხდომაზე აჭარის ეკონომიკის მინისტრს მოუსმენენ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით კლების მიზეზი პანდემიის ფონზე შემოსავლების შემცირებაა, რაც ეკონომიკური კრიზისით და გადასახადებისგან ბიზნესის გათავისუფლებაა. ცვლილება შეეხება აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს - უწყების ბიუჯეტი 8 მილიონით მცირდება, 10 მილიონით იზრდება ბიუჯეტიდან ბათუმის მუნიციპალიტეტის დაფინანსება, ასევე 10 მილიონი დაემატა ტურიზმის დეპარტამენტს, ძირითადად საკარანტინე სივრცეების უზრუნველსაყოფად.