ღია სივრცეში ახალგაზრდა დებიუტანტი პოეტის 18 წლის ელენე კილაძის პირველი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. პოეტმა „სტამბოლი“, „მზის სინოპტიკა“, „პედრიტო და სხვა მრავალ ლექსს ერთ პატარა კრებულში სახელწოდებით„თეთრი ღამის სიზმრები“- მოუყარა თავი.
წიგნი გამომცემლობა „ტრიკვეტრამ“ გამოსცა, ღონისძიება კი მწერალთა სახლის ორგანიზებით ჩატარდა. ცნობილია, რომ ყოველ პარასკევს ღია სივრცეში მწერალთა სახლის მიმდებარედ წიგნების პრეზენტაციები გაიმართება.