აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე არსებულ სიტუაციაზე ტელეფონით ისაუბრეს თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა. ვლადიმერ პუტინისთვის დაუშვებელია ისეთი ქმედებები, რომლებიც დაძაბულობის ესკალაციას იწვევს- ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პუტინისა და ერდოღანის თქმით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის პოლიტიკური და დიპლომატიური გზით მოგვარების ალტერნატივა არ არსებობს. სიტუაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიძაბა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დაპირისპირების შედეგად კონფლიქტის ორივე მხარეს არის სამხედრო ძალის დანაკარგი.