ინციდენტი ბათუმში, იტალიურ ეზოში

27 ივლისი 2020, 20:08 1288 ნახვა

ბათუმში ორსართულიანი სახლის ჭერი ჩამოინგრა. გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე  მდებარე იტალიურ ეზოში ამბობენ, რომ ავარიული სახლი საფრთხეს უქმნის მაცხოვრებლებს. შენობას სამი მესაკუთრე ჰყავს, ერთის ვინაობა მეზობლემა არ იციან, მეორე მეპატრონე სხვაგან ცხოვრობს, სოციალურად დაუცველი ერთი ოჯახი კი შენობის ავარიულობის გამო, მერიის დახმარებით იქვე ეზოში სარდაფში სამი წლის წინ შესახლდა. მათ სახლის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხები არ აქვთ. შენობა კი სიძველისგან ყოველდღე ინგრევა. მას შემდეგ რაც სახლის მეორე სართული სრულად დაინგრა მერის შესამსახურები ადგილზე მივიდნენ და ტერიტორია უსაფრთხოების ლენტებით შემოსაზღვრეს. რაც შეეხება ავარიულ კერძო საკუთრებას მისი ბედი გაურკვეველია. მეზობლები მერიას უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფას სთხოვენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი