თავისუფლება რამდენიმესაათიანი ტყვეობის შემდეგ

26 ივლისი 2020, 18:00 1181 ნახვა

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, მეჯვრისხევში მცხოვრები, მირიან ლეჟავა უკანონოდ დააკავეს. იგი დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს,რომ ლეჟავა გუშინვე გაათავისუფლეს და ამ დროისთვის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კარანტინში იმყოფება.

მალხაზ ლეჟავა ოკუპანტებმა უკვე მეორედ დააკავეს. დაახლოებით 2 წლის წინ მან ტყვეობაში 9 დღე გაატარა. მაშინ ის ცხინვალის იზოლატორიდან ე.წ. „ჯარიმის“ გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში