საქართველოში კორონავირუსი 2 სამედიცინო პერსონალს დაუდგინდა, 13 ახალი შემთხვევიდან ერთი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია.ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 1 117ია, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 917. ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში - 5ათას 936, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 268 ადამიანი რჩება.
რაც შეეხება ჩვენს რეგიონს. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 10 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს. ცხელების კლინიკებში მოთავსებული 35 პაციენტის ანალიზის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. უკვე გამოკვლეული 973 კვლევიდან კი ყველა უარყოფითია.