უკრაინაში ყუმბარით შეიარაღებულმა კაცმა მძევლად პოლიციელი აიყვანა

23 ივლისი 2020, 17:17 1310 ნახვა

უკრაინაში ისევ მძევლის გათავისუფლების ოპერაცია მიმდინარეობს. ამჯერად ინციდენტი ქალაქ პოლტავაში მოხდა. ამჟამად კაცი, რომელმაც პოლიციელი  მძევლად აიყვანა და ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, უკრაინის ქალაქ პოლტავიდან დედაქალაქისკენ ავტომობილით მიემგზავრება. მას პოლიციელები აცილებენ.  დღეს პოლტავის ოლქის პოლიციის თანამშრომლები  ავტომობილების ქურდობაში ეჭვმიტანილის დაკავების ოპერაციას ატარებდნენ. 

დაკავების დროს ეჭვმიტანილმა  ხელყუმბარა ამოიღო, პოლიციელი მძევლად აიყვანა, ავტომობილი მოითხოვა.  წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარი თავისა და მძევლის აფეთქებით დაიმუქრა. 

ამის შემდგომ პოლიციამ მას ავტომობილი გამოუყო, რომლითაც ქალაქიდან გაემგზავრა. ბოროტმოქმედის ვინაობა დადგენილია. იგი ადგილობრივი მკვიდრი რომან სრიპნიკია. ნასამართლევია ქურდობისა და ნარკოტიკების შენახვისთვის.  დამნაშავე მოითხოვს, რომ იგი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლონ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი