23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ავტომანქანის უკანა სავარძელზე, მწოლიარე მდგომარეობაში გარდაცვლილი ნახეს, ავტომანქანა სავარაუდოდ მწყემსმა იპოვა -ამბობს ოჯახის ადვოკატი.
მიხეილ რამიშვილი, რომელიც გარდაცვლილი გოგონას ოჯახის ინტერესს იცავს, ამბობს, რომ ბაჩალიაშვილები გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ, საქმეში კი დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება.