დღის მეორე ნახევრიდან აჭარაში გამოიდარებს, ხვალ და ზეგ უნალექო ამინდი იქნება და ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს.
მზიანი ამინდის ფონზე 23-24 ივლისს ტემპერატურა სანაპირო კურორტებზე +28, +30, მთაში +16, +28 გრადუსამდე მოიმატებს.
დღეს ზღვაში ბანაობა აკრძალულია, ხვალიდან კი ზღვა იქნება მშვიდი ღელვა 1 ბალი.