ხელვაჩაურში, ჭოროხის ქუჩაზე მცხოვრები ოთხი ოჯახი მათ საკუთრებაში არსებულ მიწებზე სამუშაოების უფლებას ითხოვს. საუბარია ტერიტორიაზე, სადაც შემოვლითი გზის მშენებლობა იგეგმება. მათი თქმით, ნაკვეთის ნაწილი ინფრასტრუქტული პროექტისთვის ეკონომიკის სამინისტრომ შეიძინა. დარჩენილ ტერიტორიაზე კი სახლების აშენებაზე ზეპირი თანხმობა მიიღეს. მოსახლეობის ნათქვამს ეკონომიკის სამინისტროში უარყოფენ, უწყებაში წერილობით გვიპასუხეს, რომ ბათუმის შემოვლითი გზის მეორე ეტაპის განხორციელებისთვის სახელმწიფომ მიწა 13 მესაკუთრისგან გამოისყიდა, რაც შეეხება რაიმე სახის მშენებლობის წარმოებას, ნებისმიერი სამშენებლო საქმიანობა მოქმედ კანონმდებლობას უნდა შეესაბამებოდეს. აქციის მონაწილეებმა სახლების მშენებლობა რამდენიმე თვის წინ დაიწყეს, თუმცა ისინი სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით ზედამხედველობის სამსახურმა გააფრთხილა.