სარიტუალო დარბაზების პროტესტი

20 ივლისი 2020, 20:07 1822 ნახვა

ქორწილის, იუბილეებისა და სხვა რიტუალური ღონისძიებების ჩატარება, უკვე ნებადართულია, თუმცა მხოლოდ ღია სივრცეში, სტუმრების/დამსწრეების მაქსიმალური რაოდენობა კი მხოლოდ 100 უნდა იყოს. მაშინ, როდესაც 1 კვირის წინ ნებადართულ კულტურულ ღონისძიებებზე 200 კაცის დასწრებაა დაშვებული.

სწორედ ეს იყო დღეს, სარიტუალო დარბაზების მფლობელებისა და თანამშრომლების პროტესტი მიზეზი. პროტესტის მონაწილეებმა, ხელისუფლებისგან მუშაობის განახლებისთვის რეგულაციების შემუშავების დაჩქარება მოითხოვეს, რადგან როგორც ამბობენ ხუთი თვეა, საერთოდ გაჩერებული არიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი