შაქარაშვილის საქმის მთავარმა ფიგურანტმა ფოტოგრაფმა საგამოძიებო ორგანო ცოტახნისწინ დატოვა. ადვოკატთან ერთად იაკობ ბრეგვაძემ დამატებითი ექსპერიმენტის ჩატარება მოითხოვა. დაზარალებულს გამოძიებასთან გარკვეული კითხვები ჰქონდა.
რაც შეეხება კითხვას, რატომ მიაწოდა ბრეგვაძემ ერთ-ერთ ჩვენებაში შსს-ს ცრუ ინფორმაცია, სადაც ამბობს რომ მცხეთიდან სახლში წავიდა, მისი უფლებადამცველი აცხადებს, რომ ეს დეტალი მნიშვნელოვანი არაა. ნატალი ჯახუტაშვილი იმყოფება ადგილზე და იგი ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება.