ვაჟა გაფრინდაშვილმა ზაზა გახელაძის ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადა

18 ივლისი 2020, 18:39 1050 ნახვა

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული და დაჭრილი ზაზა გახელაძის ოჯახს მისი მდგომარეობის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ აქვს, - ამის შესახებ ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს ზაზა გახელაძის ოჯახს ესტუმრა.

გაფრინდაშვილის განმარტებით, ოჯახს მხოლოდ ის ინფორმაცია აქვს, რომელსაც მათ სამთავრობო სტრუქტურები აწვდიან. ვაჟა გაფრინდაშვილის თქმით, იგი ოჯახს მორალური მხარდაჭერის გამოსახატად ეწვია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი