ნანტში პეტრე-პავლეს სახელობის ტაძარი იწვის

18 ივლისი 2020, 12:47 1294 ნახვა

საფრანგეთის ქალაქ ნანტის საკათედრო ტაძარში ხანძარია. ფრანგული მედიის ცნობით, ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში 60-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს. უცნობია რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ტაძრის გოთიკური სტილის შენობიდან ძლიერი კვამლი გამოდის.

ნანტში მდებარე პეტრე-პავლეს სახელობის ტაძრის მშენებლობა 1434 წელს დაიწყო და 457 წელი გრძელდებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი